19-11-2013, 20:45

 SAMSUNG -  სერვის პლაზას საქართველოშიც ხსნის

 

20 ნოემბერს, თბილისში ორბელიანის მოედანზე, საზეიმო ვითარებაში სამსუნგის პირველი უმაღლესი სტანდარტების მქონე "სერვის პლაზა" გაიხსნება.

ლენტს სამსუნგ  ელექტრონიქსის კავკასიის ოფისის დირექტორი და  სერვისის სტრატეგიული განვითარების ხემძღვანელები გაჭრიან. 

კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, მომხმარებელი საუკეთესო მომსახურებას მიიღებს. პლაზაში მომუშავე ინჟინრები პროდუქციის შეკეთებას ძირითადად 24 საათის განმავლობაში მოახდენენ.

მომსახურება მოიცავს "სამსუნგის" როგორც საგარანტიო, ასევე არასაგარანტიო (ფასიან) რემონტს, რომელიც სამსუნგის ყველა ოფიციალურ ჰოლოგრამიან პროდუქტზე ვრცელდება. 

 

მომხმარებელი ნებისმიერი სახის რჩევებს და რეკომენდაციებს მიიღებს, სურვილის შემთხვევაში პროდუქციის შეკეთება, უშუალოდ მათ თვალწინ მოხდება.

მენეჯმენტის ცნობით "სერვის პლაზაში" დასაქმებულმა ინჟინრებმა, სპეციალური გადამზადება გაიარეს და სამსუნგის მსოფლიო დონის სპეციალისტების კვალიფიკაცია მიიღეს, ტრენინგებს ასევე ბრენდის თითოეულ პროდუქტზე ატარებდნენ.

 

კლიენტებისთვის მუშაობს უფასო ცხელი ხაზი - 0 800 555555

საქართველოში "სამსუნგი" სწრაფად ვითარდება,  

 

მალე "სერვის პლაზას" გახსნა  ბათუმშიც იგეგმება.