19-11-2013, 22:45

Socar - ის 1 მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია

 

 

კარბამიდის ქარხანის მშენებლობაში "სოკარი" 1 მილიარდი დოლარ  ინვესტიციას განხორციელებს, რომელიც  2014 წელს ყულევში დაიწყება. განაცხადა  "სოკარის" პრეზიდენტმა,  როვნაგ აბდულაევმა  ენერგეტიკის მინისტრთან ერთად სადახლოში სტუმრობისას. 

აბდულაევის თქმით, ტექნიკური სამუშაოები თითქმის დასრულებულია და ამჟამად ობიექტის დაპროექტება მიმდინარეობს. თუ მიმდინარე პროცესი 2014 წელს დასრულდება, "სოკარი" მშენებლობას მაშინვე დაიწყებს. 

"ეს აზერბაიჯანული მხარის მიერ საქართველოში განხორციელებული ყველაზე მსხვილი ინვესტიცია იქნება. მშენებლობის პერიოდში ამ ობიექტზე 5000მდე ადამიანი დასაქმდება და მას შემდეგ რაც ქარხანა ამუშავდება 700-800 ადამიანს ექნება მუდმივი სამუშაო", - განაცხადა აბდულაევმა.