12-12-2013, 01:02

"თიბისი ბანკი" მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად  ვებპორტალის პრეზენტაციას ხვალ გამართავს.

 

www.tbcbusiness.ge   ქართული ბაზრის თავისებურებებს ითვალისწინებს და მეწარმეებს უფასო პრაქტიკული რჩევებით და კონსულტაციებით დაეხმარება. 

საგანმანათლებლო ვებპორტალი "თიბისი ბანკის" ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის "7 ნაბიჯი წარმატებისკენ" ახალი თემაა, რომელიც ინოვაციურია და ეკონომიკის ზრდის წაახალისებისთვის IBM-თან თანამშრომლობით შეიქმნა, იგი ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო მეწარმეებს გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანი.

 

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვლენ: "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე,  ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და IFჩ-ის ბიზნესის რეგიონული მენეჯერი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პატრიკ ლუტერნაუერი.