ლექციების პირობები

გთავაზობთ სალექციო კურს "ბიზნესის განვითარების მენეჯმენტი"

 

ლექციები არის კომპლექსური, მსგავსი ტიპის ლექციები დღესდღეობით არ არსებობს.

 

ლექციებს უძღვებიან: იურისტები, ფინანსისტები, მარკეტოლოგები, პიარ ტექნოლოგები და კონკრეტულ სეგმენტში მომუშავე პრაქტიკოსი მენეჯერები.

 

ლექციების მოსმენა საინტერესოა მათთვის, ვისაც სურს, დაიწყოს ან განავითაროს საკუთარი ბიზნესი და აიმაღლოს კვალიფიკაცია კომპანიების ფორმირების სიღრმისეულ ცოდნაში.

 

კურსის მიზანია, როგორც დამწყები მეწარმეებისათვის პრაქტიკული რჩევების მიცემა, ასევე ტოპ მენეჯერებისათვის კონსულტაციების გაწევა, რათა თავიანთი საქმიანობის საკეთილდღეოდ მაქსიმალურად გამორიცხონ ზედმეტი რისკები.

 

ჩვენი სალექციო კურსის სრულად მოსმენის შემდეგ, თქვენ გაიგებთ რა ძირითადი ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ, 

რომ მართოთ, ან მიიღოთ მონაწილეობა თანამედროვე მენეჯმენტის განვითარებაში.

რა უნარ ჩვევები უნდა ჰქონდეს ტოპ მენეჯერს, რა მეთოდებით უნდა მოახდინოთ ბაზარზე დამკვიდრება, როგორ იურთიერთობოთ პარტნიორებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და თუნდაც -  როგორ წარმართოთ საკუთარი ბიზნესი.

 

კორპორატიული კურსების დაკვეთა ასევე შეუძლიათ კომპანიებს. ლექციები ჩატარდება კომპანიის ბაზაზე.

 

კურსი ითვალისწინებს შემდეგ ლექციებს:

  1. ბიზნეს ეთიკა
  2. ბიზნესის ადმინისტრირება და ბაზარზე დამკვიდრება
  3. დროის მართვა
  4. საკანონმდებლო გარემო ბიზნესში
  5. ფინანსური ბიუჯეტირება არაფინანსისტებისთვის 
  6. ხარისხის მენეჯმენტი
  7. ადამიანური რესურსების მართვა
  8. კორპორატიული ქცევის კულტურა
  9. მარკეტინგული და პიარ კომუნიკაციები, რეკლამის ფსიქოლოგია
  10. ინტერნეტ მარკეტინგი და სოციალური მედია
  11. გაყიდვების წესები
  12. ბიზნეს პროექტის ჩაბარება

 

ვინაიდან თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც მნიშვნელოვანია, ლექციებს უძღვებიან პრაქტიკოსი სპეციალისტები.

შეგახსენებთ, რომ ლექციები მომზადებულია სპეციალურად მხოლოდ ამ სალექციო კურსისთვის.

 

 

ლექციების პირობები:

ლექციები მიმდინარეობს სასიამოვნო გარემოში

ჯგუფი შედგება 8 -12 კურსანტისგან

კვირაში ორი დღე ორი აკადემიური საათი 

კურსის ბოლოს ჯგუფი ამზადებს პროექტს

გაიცემა ორენოვანი სერთფიკატი

კურსის ღირებულება 300 ლარი

რეგისტრაცია დაწყებულია

 

მსურველებმა დაგვიკავშირდით: 571 11 12 33