ბაზარზე დამკვიდრება

ბიზნეს ადმინისტრირება და ბაზარზე დამკვიდრების ძირითადი კრიტერიუმები:

 

თუ აპირებთ დაიწყოთ ან განავითაროთ საკუთარი ბიზნესი, თუ უფრო კვალიფიციურად გჭირდებათ კომპანიების ფორმირებებში მიიღოთ მონაწილეობა, აუცილებლად დაინტერესდებით რა არის ამისთვის საჭირო. ეს სულაც არ არის მარტივი.

 

ბიზნესის პლატფორმა ინვესტირებაა, მაგრამ კაპიტალის დაბანდებისთვის სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება აუცილებელია. ალბათ ხშირად გიფიქრიათ, "მთავარია საქმის დაწყება". კარგია თუ ასეთი გადაწყვეტილებების უფლებას თავს არ მისცემთ, ვიდრე სრულფასოვნად არ გაიაზრებთ პრაქტიკოსების რჩევებს. ჩვენი სალექციო კურსიც სწორედ ამ პრინციპებს ემსახურება, მინიმუმამდე დაიყვანოთ საქმიანობაში შეცდომები.

 

იმისათვის , რომ პარტნიორებთან რისკები შეამციროთ მნიშვნელოვანია გადახედოთ "კანონს მეწარმეთა შესახებ" მისი თუნდაც მინიმუმი ცოდნა აუცილებლად დაგეხმარებათ ბიზნესის შესანარჩუნებლად, ხოლო შემდეგ მოდის ბიუჯეტირება და მარკეტინგული სათავეების განსაზღვრა.

 

გახსოვდეთ საქმეში არ გამოგადგებათ "დაველოდოთ და შევხედოთ მიდგომა". მყისიერი, სამართლიანი და მოქნილი გადაწყვეტილებები, ბევრ პრობლემას აგაცილებთ.

 

ბაზარზე დამკვიდრებისთვის აუცილებელია სამუშაო პროცესების სწორი მართვა და ანალიზი. მასში იგულისხმება - ფასთა პოლიტიკის განსაზღვრა, ფინანსური დაგეგმარება, საგადასახადო წარმოება, მაგრამ ყველაფრის სათავე ბიზნეს გეგმის შედგენაა. ამ დებულებების მინიმუმის ცოდნა საკმაოდ დაგეხმარებათ, რომ დამკვიდრდეთ ბაზარზე და მოახდინოთ ბიზნეს ადმაისტრირების პლაცდარმი.