ხარისხის მენეჯმენტი

მომხმარებლების უმეტესობა მოზღვავებული კონკურენციის ფონზე ხარისხს დიდ უპირატესობას ანიჭებს. 

ხარისხი კომპანიის საფირმო ნიშანია. 

 

ხარისხიანი პროდუქტი არ ნიშნავს ყოველთვის ძვირიანს და იაფფასიანი ყოველთვის არ ნიშნავს უხარისხოს. 

ძალიან ბევრი ადამიანის გონებაში ფასი და ხარისხი პირდაპირ პროპორციულად აღიქმება. 

 

იმისათვის, რომ კომპანიის პროდუქტი იყოს ხარისხიანი, გრძელვადიანი და მომხმარებელს დანაპირები 

შეუსრულოს ამისთვის საჭიროა მუდმივად ვაკონტროლოთ, როგორც პროდუქცია და მომსახურება, 

ასევე პერსონალის მუშაობის ხარისხი.

 

სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში წარმოებაში წინასწარ არ არის მიზნობრივად დალაგებული პროდუქტის 

შექმნის და მომსახურეობის პროცესები, ასევე მისი შეფუთვის და დისტრიბუციის ბერკეტები. 

 

რა თქმა უნდა შიდა პროცესები ბიზნეს ინდუსტრიაში ინდივიდუალურია და დაფუძნებულია კომპანიის 

ლოჯისტიკურ და მიწოდების კულტურაზე, ეს თემები განსაზღვრავენ პროდუქტის თუ მომსახურების 

საწარმო ციკლს და სიცოცხლის უნარიანობას. 

 

ჩვენი სალექციო კურსის ერთ ერთ მნიშვნელოვან თემას ხარისხის მენეჯემნტი წარმოადგენს, ჩვენ გეხმარებით იმაში,

რომ თქვენი ბრენდის ხარისხი დაფუძნებიდანვე იყოს მიმზიდველი მომხმარებლისთვის.