კრეატივი და რეკლამის ფსიქოლოგია

კრეატივი მაშინ არის მიგნებული, როცა რეკლამის ტექსტი, მელოდია, ფერები გამახსოვრდება. ინფორმაციით სავსე სამყაროში რთულია მიიქციო მომხმარებლის ყურდღება და შეტყობინება ისეთი ფორმით მიაწოდო, რომ მომხმარებელმა იგი სხვა ათასისგან გამოარჩიოს. 

ასეთ კრეატიულ გადაწყვეტილებებზე ფოკუს ჯგუფები მუშაობენ და ტესტავენ საკომუნიკაციო ტესტს და მასალებს.

 

გატესტილი "პრე-ტესტ მესიჯი" მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი სარეკლამო კამპანიის ხარისხს. იგი სწრაფი და ეკონომიური გზაა იმისათვის, რომ მომხმარებლების გემოვნებისა და პრეფერენციების გათვალისწინებით, შეძლოთ რეკლამის სხვადასხვა ვარიანტებს შორის საუკეთესოს შერჩევა. 

ხარისხიანი რეკლამა მაღალ ბიუჯეტზეა დამოკიდებული, მაგრამ ხშირად შესაძლოა, მოქნილმა კრეატიულმა გადაწყვეტილებამ უფრო გაამართლოს და გაყიდვებზე დიდი გავლენა მოახდინოს.

 

ზოგჯერ ხდება, რომ სარეკლამო აქტივობის შედეგები ანუ რეკლამის საკომუნიკაციო მასალები არ არის კომპანიის მიერ გაწეული შრომისა და ხარჯების ადეკვატური. სწორედ მაშინ ჩდება კითხვა: “რატომ იყო რეკლამა წარუმატებელი?” რეკლამის წარუმატებლობის მიზეზი კი შეიძლება სხვადასხვა რამ იყოს: არასწორად შერჩეული სარეკლამო არხები, სამიზნე სეგმენტისათვის ნაკლებად მორგებული რეკლამის ფორმატი, ნაკლებად მიმზიდველი და მასტიმულირებელი შინაარსის რეკლამა, და სხვ. ხშირ შემთხვევაში ყველაზე იმედისმომცემი მაინც ინსაიტებია.

 

რეკლამა თანამედროვე კულტურის შემადგენელი ნაწილია. იგი ბიზნესის მნიშვნელოვანი იარაღია.

რეკლამა შეიძლება იყოს გაცნობითი, შემასხენებელი, კორპორატიული, საიმიჯო და ინფორმაციული. 

სარეკლამო კამპანია აერთიანებს კომპლექსურ კომუნიკაციებს: გარე რეკლამას, აუდიო და ვიდეო რეკლამას, ბეჭდვით დიზაინს, კოპორატიულ ატრიბუტიკას და ა.შ.

სარეკლამო სფეროს ჩვენ მიმოვიხილავთ ლექციაში მარკეტინგული კომუნიკაციები.