მარკეტინგული აუდიტი

რას ნიშნავს მარკეტინგული აუდიტი? კომპანიის მიზნების, სტრატეგიებისა და საქმიანობის სისტემური შემოწმება პრობლემური საკითხების განსაზღვრისთვის. მარკეტინგული მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად სამოქმედო გეგმის შემუშავება.

აუდიტორული შემოწმების დროს ხდება გუნდთან სამუშაო შეხვედრები და მიზნებისა და რესურსების შესწავლა. განხორციელებული

მარკეტინგული აქტივობების, სარეკლამო-პრომოუშენ მასალების, პიარ დოკუმენტების შეფასება, კონკურენტების თვალსაჩინო

მასალების შესწავლა, სტატისტიკისთვის ჩაღრმავებული ტექნიკით მომხმარებლის კვლევა. გაყიდვების სტიმულირების კამპანიის შემუშავება და 

სადისტრიბუციო არხების ეფექტურობის შეფასება.

შემდგომი ნაბიჯების განვითარებისთვის აუცილებელი წინასწარ ჩატარებული და გატესტილი საწარმოს შიდა სამუშაოები,

ეს ბრენდის პლატფორმაა, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ბრენდბუკზე, შეფუთვის დიზაინი მყისიერ წარმოდგენას უქმნის მომხმარებელს ბრენდის ღირებულებაზე, გემოვნებაზე, იმიჯსა და საფასო კატეგორიაზეც კი.

 

მარკეტინგის დავალებაა - მომხმარებელზე ორიენტირებული საქონლისა თუ მომსახურების შექმნის პროცესის შექმნა, 

მიმზიდველი სამიზნე ბაზრის შერჩევა, ფასთა პოლიტიკის განსაზღვრა, კომუნიკაციათა ეფექტური პროგრამების დამუშავება და საქონლის სტიმულირება ბაზარზე. მარკეტინგი არის "წრედი - გზა წარმოებიდან მომხმარებლამდე". 

 

იმისათვის, რომ თქვენ თქვენივე კომპანიაში თავადვე შეძლოთ მარკეტინგული ამოცანების დაყენება, ლექციაში "მარკეტინგული კომუნიკაციები" ჩვენ უფრო ვრცლად განვიხილავთ მარკეტინგულ სტრატეგიებს.